უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს რუსული გამოცემების წარმომადგენლებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის სამომავლო გეგმები არასტრატეგიულია.
„ამ მრავალვექტორულობით ის ყველაფერს დაკარგავს აფხაზეთსაც, მაგრამ მერე როგორ უნდა იცხოვრონ იმ ადამიანებმა? მე გპასუხობთ კითხვაზე - რა იქნება შემდეგ. მაგალითად, დონბასში, სადაც ბავშვებს უკვე 10 წელია ასწავლიან, რომ ჩვენ ვართ ნაცისტები. ამაშია პრობლემა. რა იქნება 3-5 თაობის შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის როლზე მსოფლიოში, ლიდერობაზე და ყველა იმ ქვეყანაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა, და ვისაც აქვს უფლება არ იყოს რუსეთი.
„მთელი ისტორიაა აქ: კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები - მოლდოველები, უკრაინა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი ფაქტორის გამო. ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. რუსეთმა დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა, მათ ამის დაბრუნება ძალით უნდათ, რასაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს, მეორე საკითხია გეოპოლიტიკა, უკრაინის ადგილი, ერი... ასეთი აზარტული და შრომისმოყვარე ერი ეკონომიკურად წინ სწრაფად წავა. ჩვენთან ხომ პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება.. ჩვენთან ხელისუფლებაში ახალგაზრდები მოდიან. თუ იქ შეიძლება, ჩვენთან რატომ არ უნდა შეიძლებოდეს? - იტყვის ხალხი. ძალიან ბევრი რამაა რატომაც მოქმედებს პუტინი ასე. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიცია აქვს, მაგრამ რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ყველა ადამიანი, რომელიც 70-80 წლის არის, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგიაა, მაგალითად, მე მაინტერესებს რა იქნება უკრაინაში ჩემს მერე, როგორ იქნებიან ჩემი შვილები“, განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შესახვედრად